ეს ისტორია ერთ პატარა ქალაქში მოხდა. ადგილობრივ საავადმყოფოში უმძიმესი ტრავმებით მიიყვანეს ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა. ქირურგი არ იმყოფებოდა საავადმყოფოში და მშობლები ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდნენ.
მედდამ მშობლებს უთხრა, რომ ესაუბრა ქირურგს და მალე მივიდოდა კლინიკაში. 10 წუთში მართლაც გამოჩნდა ქირურგი. აღელვებული მამა მივარდა და ჩხუბი დაუწყო ექიმს: “სად ჯანდაბაში დადიხართ, რამდენი შეიძლება ვიცადოთ?!”
მან შეხედა მამას და მშვიდად უპასუხა: “მაპატიეთ, აუცილებლად უნდა გავსულიყავი. მე მოვდიოდი იმაზე სწრაფად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ახლა კი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ, დაწყნარდეთ და ხელი არ შემიშალოთ ოპერაციაზე”.
დავწყნარდე? – წამოიძახა მამამ, – როგორ დავმშვიდდე, როდესაც ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა?! ასე არ მეტყოდით, ჩემს ადგილას რომ იყოთ! ქირურგმა გაუღიმა და უთხრა: “ნუ ნერვიულობთ. პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია”.
1 საათის შემდეგ ქირურგი გამოვიდა საოპერაციოდან, მივიდა ბიჭის მშობლებთან და უთხრა: “ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ.
თქვენი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექთანი გეტყვით დანარჩენს. მაპატიეთ, იძულებული ვარ დაგტოვოთ”. შემდეგ დახედა საათს და აჩქარებული ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
მამა მიუბრუნდა მედდას და უთხრა: “ის რა ყოველთვის ასეთი ქედმაღალია? ნუთუ ორი წუთი არ ჰქონდა, რომ წესიერად დაგვლაპარაკებოდა?
მედდამ შეხედა კაცს და უთხრა: “მისი შვილი წუხელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი გადაარჩინა, წავიდა, თავისი შვილი დაკრძალოს…”
ასე ხდება ზოგჯერ. ერთმა ფრაზამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..