ბლოგერი დომენიკ მანგო, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, გარდაცვლილ დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დედა, მოდი გვერდზე დამიჯექი, კალთაზე დაგადებ თავს, შენს ფეხებს ჩავეხუტები და ერთხელ მაინც ჩავიძინებ ღრმად.
შემოაღე კარები და მომეცი ხელი, ლოყა მინდა შევახო, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძნო შენი ამაგი. გთხოვ, დამირეკე ტელეფონზე, ერთხელ მაინც მომიკითხე, ნახე რა შორს წავედი…
მომაკითხე სადაც ვარ და გულში ჩამიკარი, როგორც ბავშვი ისევ ჩავიძირებოდი შენს გულში და ვიგრძნობდი შენს სუნს – ჩემო ძვირფასო. ვერ გავურბივარ შენზე ფიქრებს, არაფერმა არ გადაფარა შენი დაკარგვა.
გთხოვ, მხოლოდ ერთი ზარით დამირეკე და მკითხე როგორ ვარ, შენზე ფიქრებმა და შენზე დარდმა გული მომიკლა. მხოლოდ ერთი სიტყვაც საკმარისია სადღაც შორიდან, ჩახუტებასაც დავთმობ ამ სიტყვის გამო..
გთხოვთ გააზიარეთ სტატია..