ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯარისკაცის ძალიან ემოციური პოსტი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს ჯარისკაცს ვესროლე,რომელმაც ქალის სახელი დაიძახა, როდესაც ძირს დაეცა.
მარია.. მარია.. შემდეგ კი ის ჩემს თვალწინ მოკვდა. მის კისერზე კულონი ეკიდა, რომელზეც მისი და მისი ახალგაზრდა ცოლის ქორწილის ფოტო იყო. მივხვდი, რომ ეს მარია იყო… მეზიზღება ჩემი თავი.
როგორც წესი, მოწინააღმდეგეს ფეხებში ვუმიზნებ, ვცდილობ არ მოვკლა ისინი. უბრალოდ დავჭრი მათ, რათა არ მოვიდნენ ჩემამდე. მაგრამ, როდესაც ამ ჯარისკაცს ფეხზე დავუმიზნე, ის მოულოდნელად გადაიხარა და მკერდში მოხვდა.
ახლა მას, რამდენი ხანი უნდა ელოდოს მის პატარა მარია. რამდენი ხანი უნდა ქსოვოს შარფი და თბილი წინდები იმაზე ფიქრით რომ ერთ დღესაც ქმარი ომიდან დაუბრუნდება.
მარიამ არც კი იცის, რომ მისმა ქმარმა უბრალოდ ბოლოჯერ დაიძახა მისი სახელი თოვლში დაცემისას.
ომი, ადამიანის ყველაზე ცუდი იდეაა.. პატარაობიდან ვფიქრობდი, რომ ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ეომონ. მხოლოდ ვისაც ეს სურს და არა სხვები აბრძოლონ. და ახლა ვხედავ, რომ დიახ. მათ უნდა იბრძოლონ ვინც ბრძანებებს გასცემს.
რადგან ისინი, ვინც ომს უკვეთავს, ტყვიების გვერდით არ არიან, ბომბების ქვეშ არ არიან და არც მარიას ლურჯ თვალებზე ფიქრით არ კვდებიან.
ისინი სხედან თავიანთ თბილ სავარძლებში, ეწევიან, სვამენ და ბრძანებებს იძლევიან…
ვისურვებდი, რომ ერთ დღსაც იარაღი მიგვეშვირა იმ უფროსებზე, რომლებიც თავიანთ თბილ სახლებში სხედან. მათი შვილები აუზში ბანაობენ და ცოლს და საყვარლებს ათასობით ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნიან.
ომი წახალისებულია ყველაზე ბოროტი ადამიანების მიერ.
და ყველაზე კეთილშობილი ხალხი ეწირება მას.
პატიებას არ ვითხოვ მარია..
გთხოვთ გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთთქვენი აზრი კომენტარებში..
წყარო: Imperator