საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ყოფილ რძალან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სანდრა რულოვსმა გულით შეიყვარა ქართველები და არ იმსახურებდა, რომ მასზე ისეთი ინფორმაციები გავრცელებულიყო რაც გავრცელდა.
„როგორ წარმოგიდგენიათ სანდრა, ვედროთი რომ გამოჰქონდა ორგანოები? ვინ-ვინ და, ნამდვილად არ იმსახურებდა. ერთხელ მიშიკომ თქვა, ისე უყვარს საქართველო, მე შეიძლება უფრო წავიდე და ეს არსად ფეხს არ გაადგამსო.
ბოლოს და ბოლოს, ქართველი შვილები ჰყავს. ისეთი ქართველები გაზარდა, ნეტავ, ყველა ასეთი გვყავდეს“,
პატარა წაიყვანა სანდრამ მაშინ, იმიტომ რომ დაუყადაღეს მამამისის ფულით ნაყიდი ის რაღაცა ბინა, ეს ისეთი შეურაცხყოფა იყო, დაავლო ბავშვს ხელი და წაიყვანა. წარმოიდგინეთ..
ჰყავდა იქ რვა თვე და რვა თვის შემდეგ, ბავშვმა მოტყუებით ჩამოიყვანა დედამისი თბილისში, მაგრამ რა დახვდა სკოლაში?
ძალიან მტრული დამოკიდებულება დახვდა ბავშვს კლასში. ბავშვების სიყვარულმა ჩამოიყვანა აქ და იქ დახვდა სულ სხვა გარემო. ასეთი გულისტკივილი ბევრი იყო, რა თქმა უნდა…“ – განაცხადა გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბაიასთან“.
ქართულ პრესაში არაერთხელ დაწერილა, რომ სანდრა რულოვსის პირადი ბიზნესი იყო შავ ბაზარზე ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კურირებდა.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…