მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს სუიციდის მცდელობის, უმუშევრობისა და იმის შესახებ, რომ მარტო ცხოვრობს:
„თუ ეს ვინმეს დააწყნარებს, სუიციდის მცდელობა მქონდა და გადამარჩინეს. ვცხოვრობ მარტო, ორ ძაღლთან ერთად, მაქვს კრედიტი, ვარ უმუშევარი. საქმეს, რომელსაც 15 წელი ვემსახურები, სამწუხაროდ, ვარ ჩამოშორებული.
არ მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი, ჩემს თავზე მხოლოდ მე უნდა ვიზრუნო და მიუხედავად ამისა, ყოველი დღის გათენება მაინც მიხარია. ნუ დამღალეთ კითხვით, რატომ ვარ ცოცხალი…“
მაია ასათიანმა მის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ კრიტიკას აქამდეც არაერთხელ გამოეხმაურა..
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…