პილპილი, მარილი და ლიმონი უფრო მეტია, ვიდრე სანელებლები, რომელთაც სალათში უმატებთ. მათი გამოყენება შესაძლებელია მედიკამენტადაც.
ქვევით მოცემულია სია, თუ რისი განკურნება შეუძლია შავ პილპილს, ლიმონსა და ზღვის მარილს:
- ყელის ტკივილი
1 ჭიქა სუფთა ლიმონი წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს თბილ წყალში. დღეში რამოდენიმეჯერ მიირთვით და ეს მოგიხსნით ყელის ტკივილს.
- სტომატიტი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის განკურნების მიზნით, თბილ წყალს დაამატეთ ჰიმალაის მარილი და ყოველი ჭამის შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუ. ეს მეთოდი გამორიცხავს მავნე ბაქტერიებს და ხელს შეუწყობს შეხორცებას.
- წონის დაკლება
თუ გსურთ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი, ¼ ჩაის კოვზ პილპილს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი.
ლიმონის პოლიფენოლი ხელს უშლის წონის მატებას და ზრდის ინსულინის მგრძნობელობას, რაც ცხიმის დაწვას უწყობს ხელს.
- გულისრევა
შავი პილპილის დახმარებით შეიჩერებთ გულისრევას. თბილ წყალში შეურიეთ 1 სუფრა კოვზ პილპილს 1 სუფრა კოვზი ლიმონი და დალიეთ იქამდე, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.
- კბილის ტკივილი
შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზ პილპილს იგივე რაოდენობის მიხაკი და წაისვით მტკივნეულ კბილზე. კბილის ტკივილის ასაცილებლად დღეში 2-ჯერ გაიხეხეთ კბილები და გამოიყენეთ კბილის ძაფი.
- ნაღვლის კენჭების მოცილება
საჭმლის მომნელებელ სითხეებს, რომლებიც ნაღვლის ბუშტთან წარმოიქმნება, ნაღვლის კენჭებს უწოდებენ. მათ შეუძლია დაბლოკოს თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა. ჩვეულებრივ, ისინი ქირურგიულად იხსნება. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ბუნებრივი საშუალებით მკურნალობენ. აიღეთ 1/3 ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონი და ცოტა ოდენი შავი პილპილი.