ეს ამბავი წლების წინ მოხდა. ომონიაზე რომ ვიყავი, მთელი ომონა ლაპარაკობდა, რომ თურმე საქართველოდან ქალს ქმარმა ჩამოაკითხა და თავზე მჟავა გადაასხა, – რატომ მიღალატეო?
ეს ქალი გადარჩენილა, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთესო.. ზოგი ამართლებდა ამ კაცს, – კარგი უქნიაო, ზოგი ლანძღავდა, – აბა, რა ეგონა, რომ გამოუშვაო..
მოკლედ, ყველას თავისი აზრო ჰქონდა. მე თუ მკითხავთ, ზოგიერთი კაცი კი არის ღირსი, რომ რქებდადგმული დადიოდეს. აქ რამდენი ქალი მინახავს, – ქმრები საქართველოდან დედის გინებით ფულს რომ სთხოვენ და მერე ამ ფულით საყვარლებში და კაზინოებში რომ დარბიან..
ასეთ კაცებს ნამდვილად ეკუთვნით ღალატიც და თავზე მჟავის გადასხმაც, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, უცხოეთიდან ქალი ჩამოსულიყო და ქმარი ღალატისთვის დაესაჯოს.
კიდევ ამართლებენ, – ცოდვა იყო უქალოდ და აბა, რა ექნაო? აქ, ამ გაუსაძლის პირობებში აღებულ ფულს რომ ვიღაცას ახარჯებ შენი სიამოვნებისთვის, მეტის ღირსი ხარ, ქართველო მამაკაცო!
მაგრამ მიუხედავად ამისა, უმეტესობა ქართველი ქალებისა, არ უღალატებს შვილს, მამას, დედას, ოჯახს და ღმერთს და ღმერთმა ნუ ქნას, ზოგიერთი კაცივით გაწიროს თავისი ოჯახი და უღალატოს მას..
თქვენ რას ფიქრობთ? გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი..