“კანონი და სამართალის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის შვილი, პიანისტია.
ირმა გიგანი ძალიან წარმატებული პიანისტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც.
ამჯერად, თაკო ჩარკვიანი ირმაზე მომზადებულ სტატიებს ეხმაურება და აქვეყნებს იმ საოცარი ეპითეტებით გაჯერებულ სათაურებს, რომელიც 25 წლის გოგონას უცხოურმა პრესამ მიუძღვნა.
“ბგერის ჯადოქარი როიალთან“; „ვუნდერკინდი რომელიც სენსაციურად განვითარდა“; „კონცერტი ბრუკნერჰაუსში, რომელიც სენსაციად იქცა“ – ავსტრიის პრესა ირმაზე“ – წერს თაკო ჩარკვიანი.