დედა 11 წლის წინ დაქორწინდა. პირველ ქორწინებაში მამინაცვალმა ქალიშვილი, კრისტინა დატოვა, ის მაშინ 14 წლის იყო.ჩემმა მამინაცვალმა სახლი დატოვა, უარი თქვა ბინაზე და გადმოვიდა ჩვენთან, მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ბინაში.
მამინაცვალს ქალიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია – მას თავად არ სურდა მამის ნახვა.ის უხდიდა ალიმენტს, ამით სრულდებოდა მისი მონაწილეობა ქრისტინას ცხოვრებაში.
მე არ ვიტყვი, რომ მე და მას კარგი ურთიერთობა გვქონდა მაგრამ არც ცუდი, ის არ ყვიროდა, არ სვამდა და ზედმეტად არც ჩემს ცხოვრებაში ერეოდა. სამი წელი ვიცხოვრე მათთან, შემდეგ გავთხოვდი და შვილი შემეძინა. სახლიდან უნდა გადავსულიყავი – მე არ მომცეს უფლება მეუღლის სახლში მიყვანის: დედამ და მან უარი თქვეს უცხო ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე.
ჩემს მეუღლეს და დედაჩემს თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემს მამინაცვალს არ აინტერესებდა ვინ იყო ჩემი ცხოვრების პარტნიორი. დედა შვილიშვილის აღზრდაში მეხმარებოდა თავიდან, ზოგჯერ იტოვებდა ხოლმე. ცოტა ხნის წინ მას დავურეკე და საბავშვო ბაღიდან ბავშვის გამოყვანა ვთხოვე, რაზეც მიპასუხა რომ არ შეეძლო – ის ჩემი მამინაცის შვილიშვილს უვლიდა.
გამახსენდა რომ მას შვილი ჰყავდა, ეჭვი შემეპარა ამიტომ გადავწყვიტე გაუფრთხილებლად მივსულიყავი სტუმრად. სახლში არავინ დამხვდა თუმცა ჯერ კიდევ მქონდა გასაღები, ამიტომ გადავწყვიტე შევსულიყავი.
როგორც კი შევედი შევამჩნიე, რომ ყველგან ბავშვის ტანსაცმელი იყო, ჩემს ოთახში შევიხედე და დავინახე ბავშვის პლედი. გადავურეკე დედაჩემს და მან მითხრა, რომ მისმა მეუღლემ თავის შვილს მათთან ცხოვრება შესთავაზა, რა თქმა უნდა მისივე თანხმობით.
– მას ახლა რთული პერიოდი აქვს, ქმარმა მიატოვა და ჩვილი ბავშვით მარტო დარჩა.
მაგრამ შემდეგ მკითხა – შენთვის არავის უსწავლებია დარეკვა სანამ სადმე სტუმრად მიხვალ?
აი ასე აღვმოჩნდი ჩემს ბინაში სტუმრად. არა მხოლოდ ის, რომ მე და ჩემი მეუღლე ნაქირავებ ბინებში დავხეტიალობდით, დედაჩემის ქმარი კი ჩემს სახლში ცხოვრობდა, რომელიც მამაჩემმა მე დამიტოვა ახლა კი ესეც არ ეყოთ, მისი შვილი და შვილიშვილიც იქ ცხოვრობდნენ.
ძალიან გაბრაზებული ვიყავი.მალე შინ დაბრუნდნენ დედაჩემმა ქრისტინას უთხრა ჩემს ოთავში შესულიყო მე კი სალაპარაკოდ გამიყვანა ჩემს მოუღებელ საქციელზე, შოკს საზღვარი არ ჰქონდა.
მას შემდეგ მათთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია, არც მათ შეუწუხებიათ თავი.