გოგოლა კალანდაძემ, რომელიც „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია, ეთერში მოჰყვა, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს ექიმების დახმარებით.
„უნდა წავსულიყავით სადღაც. წინა დღეს დამესიზმრა სიზმარი და მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ვიცოდი, რომ რაღაც დამემართებოდა.
მინდოდა წასვლა გადაგვედო… მანქანაში რომ ჩავსხედით, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა დამმართვნოდა… ღვედი გადავიჭირე.
ბავშვებსაც გადავუჭირე, მაგრამ მე დამემართა, მოხდა საშინელი ავარია. გიორგი ხეროდინაშვილსა და ვასკა აბულაძეს, ქირურგებს დიდი მადლობა გადავუხადო, მათ სიცოცხლე მაჩუქეს და პირდაპირი ეთერით მათთვის არასდროს მადლობა არ გადამიხდია. მართლა არავის ჰქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდი…“ – ამბობს გოგოლა კალანდაძე.
შეგახსენებ, რომ მსახიობი გოგოლა კალანდაძე მაყურებელმა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიყვარა, რაც მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „სახლი ძველ უბანში“ (ა. ვარსიმაშვილი, 1994), შემდეგ იყო ფილმი „ნუცას სკოლა“ (მ. კოკოჩაშვილი, 2000, ვალიდა).
მონაწილეობდა ფილმებში: „6 და 7“ (გ. ცაავა, 2003), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ნ. ჯორჯაძე, 1996), „კიდევ ერთი თბილისური ისტორია“ (ე. ბადურაშვილი, 2002) და სატელევიზიო სერიალებში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „ძილის წინ“, სადაც მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილთან ერთად თამაშობდა.