დღეს მოგიყვებით 34 წლის მასწავლებელ გოგონაზე, რომელიც შატილში მასწავლებლად წავიდა და იქ დარჩა.
გამარჯობა. მე მარგარეტი ვარ, ყველაზე პატარა გოგო, ვინც შატილში მასწავლებლად წასულა და უკან აღარ დაბრუნებულა“, – ასე გაეცნო საზოგადოებას 24 წლის მარგარეტ დაიაური.
ორი წლის წინ ჩაალაგა ბარგი და შატილში წავიდა მასწავლებლად. სოფელში, რომელიც არასდროს ენახა. ამბობს, რომ ბავშვები მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარია და მათგან თავადაც ბევრი ისწავლა, დიდი გამოცდილება მიიღო. როგორ ცხოვრობს თბილისელი გოგო შატილში, ამას თავად მოგიყვებათ.
– დავიბადე და გავიზარდე თბილისში. პროფესიით სამკაულის დიზაინერი ვარ, თუმცა როგორც იცით, ამჟამად შატილის საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის
მოხალისე მასწავლებელი ვარ. ძალიან მიყვარს სიახლეების ძიება. ყველგან სილამაზეს, სისადავეს და უბრალოებას ვეძებ. მიყვარს გულწრფელ, კეთილ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს დადებითი ენერგიით მმუხტავს. ვცდილობ ყველა დეტალში დადებითი ემოცია დავიჭირო.
მიტაცებს წიგნების კითხვა, ხელსაქმე, ლაშქრობა. ბაღის ასაკიდან ვმღერი, ვხატავ და ვცეკვავ. თუმცა, სამკაულების დიზაინზე, როგორც პროფესიაზე, უნივერსიტეტში მისვლისას დავფიქრდი, როცა დიზაინის ფაკულტეტზე ჩაბარებისას სპეციალობა უნდა ამერჩია. ამის შემდეგ გადავერთე ამ საქმეზე და ახლა უკვე სამკაულის დიზაინერი ვარ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..