ცოტა ხნის წინ შალვა ბუაჩიძემ უკრაინელებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
პოსტი შეეხება იმ არნახულ სოლიდარობას, რასაც უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს თითქმის მთელი მსოფლიო.
შალვა ბუაჩიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოკლედ, ისე მოხდა, რომ შევდივარ ვარშავის ტოიოტას ცენტრში და ვეუბნები, რომ მჭირდება ეს თავსახური, რაღაც კონკრეტული თავსახური ჩემი ავტომობილისთვის.
მეუბნებიან, რომ ადგილზე არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ, 2 საათში მოიტანონ.
ვპასუხობ, რომ ამდენი დრო არ მაქვს, რადგან უკრაინისკენ მივდივართ, ლტოლვილებს ვეხმარებით.
პოლონელი ხელით მანიშნებს, ერთი წამიო, მიდის, შოურუმის ახალი, გასაყიდი მანქანის კაპოტს აღებს, ხსნის ამ თავსახურს და მაძლევს.
ფულიც არ გამოგვართვა. ჰო, ზღვაში წვეთია, მაგრამ ასეთი წვეთებისგან შედგება ზღვა”, – შალვა ბუაჩიძე
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..