საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ქალი ირმა გორდელაძე, რომელიც ხალხმა ალტ ინფოსთან მებრძოლი გურული ქალის სახელით გაიცნო ჟურნალ სარკესთან საუბრობს მის ოჯახზე, რომელიც დაენგრა, მას ერთი შვილი ჰყავს და ზუსტად არც კი იცის რის გამო დაენგრა ოჯახი.“ირმა გორდელაძე საუბრობს დანგრეული ოჯახის შესახებ.
მას ერთი შვილი ჰყავს. ჟურნალისტის კითხვაზე, ოჯახი თავისი ფიცხი ხასიათის გამო ხომ არ დაენგრა,
ის პასუხობს: „უჰ, არ ვიცი, ოჯახი რის გამო დამენგრა. ახლა ვმეგობრობ ყოფილ დედამთილთან, მაგრამ დიდი ვიყავი წონით და ამის გამო მიწუნებდა…
დედამთილი გიწუნებდათ წონას, ქმარი კი არა?დიახ, დედამთილი! ახლა კი გვაქვს კარგი ურთიერთობა. აღარ მაქვს იმხელა წონა, 40 კილო დავიკელი…”
ირმა გორდელაძე სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ის მოსწავლეებს კარგ მოქალაქეობას, თემზე და სკოლაზე ზრუნვას ასწავლის. იგი უკვე ორი წელია ბუნების დაცვისთვის და თემში ეკო-ცნობიერების ამაღლებისთვის იბრძვის.

გურიაში მას ყველა თუ არა, უკვე ძალიან ბევრი იცნობს. თავისი კუთხის ბუნებას ყველა სამართლიანი გზით და უკომპრომისოდ იცავს. თუნდაც ერთი ასეთი ადამიანი საქართველოს ყველა კუთხეს რომ ჰყავდეს, დამიჯერეთ, ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა, და არა მარტო ეკოლოგიური თვალსაზრისით.
ირმა გორდელაძეზე მოგახსენებთ. გურიის ულამაზეს სოფელ ლიხაურში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების მერე ისევ თავის სოფელში დაბრუნდა. 26 წელია, რაც ოზურგეთის საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის.
არის გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს” დამაარსებელი. აქტივისტები და გარემოს დამცველები მას გურიის ყველა სოფელში ჰყავს. მოკლედ, თუ ამ კუთხის მოყვარულებს გურიაში ჩასვლა ისევ უხარიათ, ხოლო გურულებს თავისი კუთხის მომავალი ეიმედებათ, ეს მისი დამსახურებაცაა. როცა ეს მხარე რაიმე საშიშროების წინაშე დგება, მისი რეაქცია არასოდეს აყოვნებს და ყველას აგებინებს, რომ უკვე „დაფაცურების დროა!“