ამბობენ, რომ დედამ ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება მის შვილს, თუმცა ეს ტეხასელ კეილინ ბოუენ-რაიტს არ ეხება! ის წლების მანძილზე ახერხებდა ექიმების მოტყუებას, ჯანმრთელი შვილი 323-ჯერ დააწვინა კლინიკაში და 13 რთული ოპერაცია ჩაუტარა.
კეილინ ბოუენ-რაიტის ვაჟმა კრისტოფერმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი საავადმყოფოებში გაატარა და ამ დროს სრულიად ჯანმრთელი იყო.
ოპერაციების გაუთავებელი ციკლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო და 2015 წლამდე გრძელდებოდა, სანამ ჰიუსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა არ შენიშნეს, რომ ქალი მედიცინის მომსახურებით ბოროტად სარგებლობდა.
თავდაპირველად, კეილინმა დაასკვნა, რომ კრისტოფერს რძეზე ალერგია ჰქონდა და რვა წლის მანძილზე, შვილს ხან ერთ, ხან მეორე კლინიკაში გამოკვლევებს უტარებდა.
კრისტოფერის მამა ცდილობდა, ოჯახში შექმნილ პრობლემებზე ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო. სამჯერ სასამართლოც შედგა, თუმცა მოსამართლეები დედას მეტად ენდობოდნენ.
კროუფორდს მეურვეობაზე უარს იმ მოტივით ეუბნებოდნენ, რომ კრისტოფერის ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.
„ჩემი არავის სჯეროდა, სანამ ძალიან არ დაგვიანდა“, – განაცხადა ბიჭუნას მამამ. ამასობაში, კეილინი შვილისთვის ახალ-ახალ დიაგნოზებს თხზავდა. საბოლოოდ, გამოაცხადა, რომ მის შვილს კიბო სჭირდა და ბავშვის მკურნალობისთვის თანხის შეგროვება დაიწყო..
როგორც იქნა, გამომძიებლებს დედის ქცევა საეჭვოდ ეჩვენათ და ვითარების შესამოწმებლად, კრისტოფერის სახლში მივიდნენ.
კრისტოფერი მათ ლოგინში, ჟანგბადის ნიღბით აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომელმაც 13 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, სრულიად ჯანმრთელია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..