კრის დემპსი მეუღლეს, ჰიზერ კრიუგერს 4 წლის წინათ შეხვდა. იმ დროს, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, გოგონა სიკვდილს ებრძოდა. იმ დროს ექიმები მიიჩნევდნენ, რომ ღვიძლის გადანერგვის გარეშე, ქალს მაქსიმუმ ორი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
გოგონას სასოწარკვეთილი მშობლები შვილის გადასარჩენად ღვიძლის დონორს ეძებდნენ. ეს ძალიან რთული ამოცანა აღმოჩნდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ღვიძლის გადანერგვის მსურველთა რიგში 119 000-ზე მეტი ადამიანი იდგა. გოგონას კი ლოდინის დრო თითქმის აღარ ჰქონდა..
კრის დემპსიმ სრულიად შემთხვევით მოჰკრა ყური, როგორ ყვებოდა მისი ერთ-ერთი კოლეგა, რომ მის ნათესავს სასწრაფოდ ღვიძლის დონორი სჭირდებოდა.
„ასეთ სიტუაციაში საკუთარი თავი ან ჩემი ოჯახის წევრი წარმოვიდგინე და მივხვდი, როგორ სჭირდებოდა ადამიანს დახმარება“, – ამბობდა მოგვიანებით კრისი.
სხვადასხვა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცს შეეძლო, 27 წლის ჰიზერის დონორი გამხდარიყო. წყვილი ერთმანეთს პირველად 2015 წლის თებერვალში შეხვდა. მოგვიანებით, გოგონამ აღიარა, რომ დედასთან ერთად, სიხარულისგან ხმამაღლა ტიროდა, როცა გაიგო, რომ სიცოცხლის გაგრძელების შანსი გაუჩნდა.
წყვილს ერთმანეთი პირველივე შეხვედრისას მოეწონათ.
მათ თავადაც ვერ შენიშნეს, რომ მალე ერთმანეთის ნახვა მოთხოვნილებად ექცათ. კრისმა გოგონა რესტორანში სავახშმოდ დაპატიჟა, შემდეგ კი მასთან ერთად დაიწყო მოტოციკლეტისტების კლუბში სიარული, რომელიც ჰიზერის გადასარჩენად საქველმოქმედო კომპანიას აწარმოებდა.
პირველი შეხვედრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ილინოისის უნივერსიტეტის კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.
„რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, რადგან ყოველთვის არსებობს შანსი, რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმილია, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლაზე არასოდეს მიფიქრია“, – აღიარა მოგვიანებით კრისმა.
ოპერაციიდან 8 თვის შემდეგ კრისი და ჰიზერი ჩიკაგოში სამოგზაუროდ წავიდნენ. 19 თვის შემდეგ როცა მიხვდნენ, რომ იმაზე მეტი რამ აკავშირებდათ, ვიდრე უბრალო სიმპათიაა, წყვილი დაქორწინდა.
„ვფიქრობ, ეს გაცილებით ემოციური იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება. განსაკუთრებით, ჰიზერის მშობლებისთვის, რომლებმაც კარგად იციან, რა გადავიტანეთ. როცა დონორობაზე დავთანხმდი, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ეს ადამიანი შემიყვარდებოდა, მაგრამ ასე მოხდა და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ“, – განაცხადა კრისმა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.