ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ საკმაოდ სახალისო სტატია გამოაქვენა, რომელშიც აღწერილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ბრიტანელმა ქალმა საკუთარი ქმრის ღალატში გამოჭერა სახლის დალაგების დროს.
32 წლის ბრიტანელი მელისა სმეატონი ქალაქ კროიდონიდან ქმარს გაშორდა მას შემდეგ, როდესაც მოულოდნელად მტვერსასრუტი გაფუჭდა და მან ის ხელოსანთან შესაკეთებლად წაიღო.
ქალმა გადაწყვიტა შეეკეთებინა გაფუჭებული მტვერსასრუტი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა და ამ მიზნით საგარანტიო სახელოსნოს ესტუმრა.
ხელოსანმა დაშალა მტვერსასრუტი და აღმოაჩინა სრულიად წარმოუდგენელი “დამნაშავე”. შემდეგ აღნიშნული დამნაშავე მტვერსასრუტის მეპატრონე ქალს აჩვენა. თავიდან მელისა სირცხვილისგან დაიწვა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, შემდეგ მან უბრალოდ აუხსნა ოსტატს, რომ ეს მისი საცვალი არაა.
მტვერსასრუტი მელისამ შეაკეთებინა, ხოლო “სიუპრიზი” ნადავლი, წითელი საცვალი საღამო ხანს სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ცხვირწინ აუფრიალა. თავიდან მისი მეუღლე კატეგორიულად უარყოფდა ღალატს, თუმცა შემდგომ საბოლოოდ გამოტყდა.
ამის შემდეგ მელისამ მამაკაცს კარისკენ მიუთითა, იგი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა მელისას საცხოვრებელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.