• Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
ბემბი
  • მთავარი
  • ქალი და მამაკაცი
    • All
    • კულინარია
    • ტესტები
    • ჯანმრთელობა
    ქორწინების დროს ჩადენილი 7 სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ბევრს გაგიგიათ, გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იცოდით..

    „იქნებ ჩემი შვილები ქუჩაში რომ გამეშვა, ბევრად უკეთესები გამოსულიყვნენ“ – 75 წლის ქალის აღსარება

    „ეს არის ქეთი, ჩემი გერიო.. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდითო…არც კი გაწითლებულა” – კაცი, რომელმაც საკუთარ გერზე იქორწინა

    „ჩვენი ორივე ძიძა დაიჭირეს.. ქურდობის დროს ბავშვები თან ჰყავდათ და…” რა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს სალომე ღვინიაშვილი

    მიჩვეული ვიყავი მეუღლის ღალატს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა… ჩემთვისაც კომფორტული გახლდათ მასთან ურთიერთობა… რა განცხადებას ავრცელებს მომღერალი ელენე ფოჩხუა

    რა საშინელი საიდუმლოება აქვს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს…

  • საზოგადოება
    • All
    • შოუბიზნესი
    „ავტობუსში კივილი ატყდა, როცა უკან მივბრუნდი დავინახე რომ დაახლოებით 18 წლის გოგონა უგონოდ ეგდო, ხალხმა კი ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ დავუჯერე..”

    „ბოლომდე ტყუილში ცხოვრებას, ვარჩიე მისთვის სიმართლე მეთქვა, ცოლთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი რომ სხვა შემიყვარდა“ – დათო გომართელის სკანდალური აღიარება

    „ერთი რუსის ქალი დავინახე, მწვანილს არჩევდა, როგორც გავიგე გურიაში ქმართან და უმცროს ქალიშვილთან ერთად გადმოსახლდა… ვაი შენ ჩემო საწყალო ქვეყანავ?!” – რას განცხადებას ავრცელებს ზურა შევარდნაძე

    „მალე დადგება დრო, როდესაც ნიკოლოზ წულუკიძე წაიკითხავს ამ ყველაფერს, რაც იწერება და რით ვანუგეშებთ?! – თინათინ ჩხვიმიანის ემოციური პოსტი

    12 წლის უკრაინელი კირას ამბავი, რომელმაც გადარჩენა საკუთარი ძაღლისა და მეზობლების საშუალებით შეძლო – უკრაინელი გოგონას ემოციური პოსტი

    „სრულიად ინსტიქტურად ხელი ხელზე მოვკიდე, გავაჩერე და ვკითხე თქვენ რა გქვიათ?…” – როგორია ლევან რატიანის საოცარი სიყვარულის ისტორია?

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • საზოგადოება
  • შოუბიზნესი
  • ქალი და მამაკაცი
  • ზოდიაქო
  • კულინარია
  • ტესტები
  • ჯანმრთელობა
No Result
View All Result

მთავარი საზოგადოება

“სადედამთილომ რძალი არ მიიღო… ის რვა თვის ფეხმძიმე იყო, როცა მისმა მეზობელმა ამბავი მოუტანა, შენი ქმარი დაიჭირესო”

July 2, 2021
in საზოგადოება
0
“სადედამთილომ რძალი არ მიიღო… ის რვა თვის ფეხმძიმე იყო, როცა მისმა მეზობელმა ამბავი მოუტანა, შენი ქმარი დაიჭირესო”
0
გაზიარებები
2.9k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

“ლუკას ნინოს გამუდმებული ლაპარაკი და უკმაყოფილება სულ უფრო აღიზიანებდა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო აგრესიული ხდებოდა. დღე ისე არ გავიდოდა, ცოლთან რომ არ ეჩხუბა”

ჩემი მეგობრის, ნინოს ამბავს მინდა მოგიყვეთ. ნინოსა და ლუკას სიყვარულის ისტორია 90-იანი წლების მიწურულს დაიწყო. მაშინ ნინოს მამა სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დღემდე ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. ამგვარად, ნინო დედამ გაზარდა. დეიდა მაია შვილს ხელისგულზე ატარებდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, უნდოდა, გაჭირვების

მიუხედავად, შვილისთვის ბედნიერი მომავალი შეექმნა. ერთ დღესაც, როდესაც შვილის არჩევანის შესახებ შეიტყო, თითქოს თავზე ცა ჩამოექცა, ჯერ გააპროტესტა, მერე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ბოლოს, როცა მიხვდა, ვერაფერს გახდებოდა, შვილი ნებაზე მიუშვა, მაგრამ გააფრთხილა, თუ თავის ცხოვრებას ლუკას დაუკავშირებდა, შინ ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.

ლუკა უსაქმური, ქუჩის ბიჭი გახლდათ. ნინო მეგობარმა გააცნო და მას შემდეგ გოგოს მოსვენება აღარ მისცა. 17 წლის ნინოს ეჩვენებოდა, რომ ლუკა ყველაზე ძლიერი და უშიშარი იყო მთელ მის სანაცნობოში. მეგობრებმა რამდენჯერმე შევბედეთ და ვუთხარით, იქნებ ლუკა დაევიწყებინა, იმიტომ, რომ მასთან არცთუ სახარბიელო მომავალი უჩანდა.

ნინო ყველას გაგვებუტა, ის კი არადა, დაგვადანაშაულა, ჩემი სიყვარულის გშურთ, თავად მარტო დადიხართ, ვერ ხედავთ, თქვენკენ ერთი ბიჭიც კი არ იყურებაო. რა უნდა გვექნა, შევეშვით, უფრო სწორად, დავშორდით, არც ის კითხულობდა ჩვენს ამბავს და არც ჩვენ.

მერე გავიგეთ, რომ ფეხმძიმედ იყო, რომ ლუკას როგორც კი შეუტყვია ეს ამბავი, ხელი მოუკიდია და თავის სახლში წაუყვანია, თუმცა, სადედამთილომ რძალი არ მიიღო, ის ნინოს დედაზე ყოფილა ნაწყენი, შვილი რომ დაუწუნეს.

მაშინ ლუკამ მთაწმინდაზე პატარა ოთახი იქირავა და ცოლთან ერთად იქ გადაბარგდა. ოთახში ორი რკინის საწოლი და ერთი პატარა ხის მაგიდა იდგა, ეს იყო და ეს, მაგრამ ნინო საყვარელ ადამიანთან ერთად, როგორც იტყვიან, თოხის ტარზე ცხოვრებისთვისაც მზად იყო.

ვინაიდან შემოსავლის წყარო არ ჰქონდათ, ლუკამ ხელმრუდობა დაიწყო, მოპარულ ნივთებს და სამკაულებს ყიდდა და თავი ასე გაჰქონდათ. მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, ნინოს ლუკასთან თანაცხოვრება ერთი წუთით არ უნანია, ლუკა გაგიჟებით უყვარდა.

მერე ჩემი მეგობრის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი დადგა. რვა თვის ფეხმძიმე იყო, როცა მეზობელმა ამბავი მოუტანა, ლუკა დაიჭირესო. ნინოს თავზარი დაეცა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ლუკა ყოველთვის მისი იმედი იყო, რომელიც გამოეცალა და ცხოვრების სირთულეებთან პირისპირ დარჩა.

ისევ ჩვენ დავთმეთ, შევეხმიანეთ და ჩვენმა მეგობარმა შინ წაიყვანა. თითქოს დაწყნარდა ნინო, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, პატარისთვის არაფერი ევნო და ჯანმრთელი დაბადებულიყო. ამასობაში ციხიდან ლუკა შეეხმიანა, თურმე დედისთვის უთხოვია, ახლა მაინც იზრუნე ნინოზეო. ისიც დაუმატებია, თუკი ჩემს თხოვნას არ გაითვალისწინებ, დაივიწყე, რომ შვილი გყავსო.

ნინომ ბიჭი გააჩინა და ლუკას თხოვნით, მამამთილის სახელი, ალექსანდრე დაარქვა. ოჯახს დედამთილი ინახავდა, რადგან ალექსანდრე უმუშევარი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს ნინო მაინცდამაინც არ უყვარდა, შვილიშვილზე დიდი ამაგი ჰქონდა.

ავად თუ კარგად, ნინომ მათ ოჯახში ოთხი წელიწადი გაატარა. მერე ლუკა გაათავისუფლეს და ცხოვრება ისევ ერთად დაიწყეს, თუმცა, ლუკა უკვე შეცვლილი იყო – ცოლ-შვილისთვის ახლა ნაკლებად ეცალა, ისევ ქუჩაში იყო გავარდნილი და სადაც ჩხუბი და დავიდარაბა იყო, აუცილებლად იქ ჩნდებოდა. ლუკას ნინოს გამუდმებული ლაპარაკი და უკმაყოფილება სულ უფრო აღიზიანებდა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო აგრესიული ხდებოდა. დღე ისე არ გავიდოდა, ცოლთან რომ არ ეჩხუბა.

დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ახლა ჩხუბის გამო დააკავეს და თავი ისევ ციხეში უკრეს. ნინომ ცხოვრება ისევ დედამთილ-მამამთილთან განაგრძო, მაგრამ დედამთილთან მორიგი კონფლიქტის გამო სახლიდან წამოსვლა გადაწყვიტა.

გრძნობდა, ლუკას გვერდზე მუდმივი მარტოობისთვის იყო განწირული. ერთ დღესაც პატარა ალექსანდრეს ხელი მოჰკიდა და დედას მიადგა. იმედი ჰქონდა, რომ ამდენი წლის უნახავ დედას მონატრებული შვილისა და უნახავი შვილიშვილის დანახვაზე გული აუჩუყდებოდა.

როცა კარზე ზარი დარეკა, გული გამალებით უცემდა. ქალს სახეზე ნაოჭები დასტყობოდა და თვალები ჩაღამებოდა. მაიამ შვილი გულში ჩაიკრა. მერე სამზარეულოში დასხდნენ და გვიან ღამემდე ლაპარაკით გული მოიოხეს. დედამ აღიარა, რომ შვილის ამბავს მუდმივად კითხულობდა და ყოველთვის იცოდა, მისი ერთადერთი ქალიშვილი სად და როგორ იყო.

იმ დღიდან დედა-შვილმა შეხმატკბილებულად დაიწყო ცხოვრება. მაია ბავშვის მოვლაში ეხმარებოდა, ნინო კი მუშაობდა. დრო გადიოდა და ყოფილი ქმარი ნინოს სულ უფრო იშვიათად ახსენდებოდა. როცა ლუკამ ციხეში მეუღლის ოჯახიდან წასვლის ამბავი შეიტყო, რამდენჯერმე შემოუთვალა, დაბრუნდი, ნუ მიმატოვებო, მაგრამ ამაოდ.

რამდენიმე წელი იქნებოდა გასული, როცა მეგობრის აგარაკზე ირაკლი გაიცნო. შეხვედრები დაიწყეს და მალევე მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ აღარ შეეძლოთ. ნინო სულ იმის მოლოდინში იყო, რომ ირაკლი ამ ურთიერთობას დააკანონებდა, მაგრამ ბიჭი დაქორწინებას არ ჩქარობდა, თურმე ირაკლის მშობლებს რძლად განათხოვარი ქალი არ უნდოდათ.

თავად ირაკლი თავს იმით იმართლებდა, რომ დიდი ოჯახი ჰქონდა, ბინა ოროთახიანი და ერთად ცხოვრება გაუჭირდებოდათ, სხვა ბინის ყიდვის საშუალება კი ჯერ არ ჰქონდა.

გოგო ხვდებოდა, მისი რჩეული იმდენად ერიდებოდა მშობლების წყენინებას და მათი ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, რომ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა უწევდა. დროთა განმავლობაში ნინო დარწმუნდა, რომ ირაკლი დაქორწინებას ვერასდროს გადაწყვეტდა, მაგრამ მასთან დაშორებასაც არ ჩქარობდა.

ირაკლიმ სასიდედროს გულის მოგებაც მოახერხა, ხშირად მიდიოდა ხელდამშვენებული მათთან სტუმრად და უყვებოდა, მისი ერთადერთი ქალიშვილი როგორ უყვარდა.

ერთ დღეს ნინოს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ლუკა შეხვედრას სთხოვდა. დროზე ადრე გაათავისუფლეს და ცოლ-შვილის ნახვა უნდოდა. იმ საღამოს, ტრადიციისამებრ, ირაკლი უნდა ენახა, მაგრამ ტელეფონი გათიშა და ლუკას სანახავად წავიდა.

ერთმანეთს კაფეში შეხვდნენ, ყოფილი მეუღლის დანახვაზე ნინოს თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა. მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ამაღამ მოიფიქრე, ხვალ დილით დამირეკე და გადაწყვეტილება მაცნობეო, შესთავაზა ლუკამ.

ის ღამე ნინომ თეთრად გაათენა, მიხვდა, რომ ლუკას სიყვარული განუახლდა, თუმცა, იმასაც შიშობდა, ვაითუ, ცხოვრება ძველებურად განაგრძოსო. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი რომ არ შეჰპაროდა, მეორე დღეს ირაკლი შინ დაიბარა.

ის როგორც ყოველთვის სანოვაგით დატვირთული მივიდა. გოგომ ულტიმატუმი წაუყენა – ან დღესვე შემირთავ ცოლად, ან ეს გაუგებარი ურთიერთობა დავასრულოთო. ნინო თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს უკანასკნელი მეორე ვარიანტს აირჩევდა და ასეც მოხდა.

მართლაც, იმ დღეს ურთიერთობა დაასრულეს. საყვარელ ადამიანთან განშორების ტკივილი ირაკლის სახეზე ეწერა, მაგრამ ამის შესაჩერებლად ვაჟკაცობა არ ეყო.

მერე, როგორც დეიდა მაია ამბობს, სასწაული მოხდა. ლუკა იმდენად შეიცვალა, რომ ახლობლებსა და ნაცნობებს დაჯერება გაუჭირდათ. ოჯახი რომ ერჩინა, ბიჭმა ხის საამქრო გახსნა და დილიდან საღამომდე სამუშაოს არ სცილდებოდა.

ნინოს მეგობრებს იმის იმედი არ გვქონდა, რომ ლუკა გამოიცვლებოდა, ერთადერთი, ვინც ნინოს წინააღმდეგობა არ გაუწია, დეიდა მაია იყო. დღემდე არ ვიცით, რა ილაპარაკეს მან და ლუკამ, ან რითი მოხიბლა ბიჭმა ქალი, რომ მაიამ კატეგორიულად განაცხადა, ჩემს შვილს თუ სურს, ლუკას დაუბრუნდეს, მე წინააღმდეგი არა ვარო.

გამოხდა ხანი და ნინოსა და ლუკას ულამაზესი კატო შეეძინათ. ამას წინათ ვესტუმრე და საკუთარი თვალით ვნახე, თურმე ასეც ხდება, სიყვარულმა შეიძლება ადამიანი სასიკეთოდ შეცვალოს.

ანა ყარალაშვილი / კვირის პალიტრა

წინა პოსტი

“პირველი ქმრის შემდეგ დავიფიცე, მსგავს სისულელეს აღარასოდეს ჩავიდენ-მეთქი, მაგრამ…”

შემდეგი პოსტი

“ჩემს ქმარს ქეთას ნომერი ძმაკაცის სახელით ჩაეწერა კონტაქტებში, თუმცა ახლა მალე დედა გავხდები და მარტო აღარასოდეს ვიქნები”

"ჩემს ქმარს ქეთას ნომერი ძმაკაცის სახელით ჩაეწერა კონტაქტებში, თუმცა ახლა მალე დედა გავხდები და მარტო აღარასოდეს ვიქნები"

Stay Connected test

  • 111 Followers
  • 76.8k Followers
  • 167k Subscribers
  • 23.5k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • კომენტარები
  • ბოლოები
“მამულიჩამ შუბლზე ხელი მიირტყა და გატრიალდა…ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალიან მტკივნეულია და საშინლად განვიცდი”- ლელა წურწუმიას უმძიმესი ამბავი (VIDEO)

March 15, 2022
„მოკლედ გაჩერდნენ ჩემს მანქანასთან, მე ვერ მხედავდნენ, თქვეს, უკრაინის დედაც და საქართველოსიცო… აი, მერე უნდა გენახათ რა მოხდა!“ – რა შეემთხვა თბილისში იმედა ონიანს?

April 11, 2022
„სად ეგდო ამ დროს დედამისი? ეს ფრაზა არ ამომდის თავიდან და სწორედ ასეთებმა მიმიყვანეს უკიდურეს სასოწარკვეთილება მდე ” – ლანა ნიკოლეიშვილი

May 5, 2022
“15 წელი გრძელდებოდა დეპრესია” – თამთა ჭელიძე ჯაბა კილაძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა

June 8, 2021
„ავტობუსში კივილი ატყდა, როცა უკან მივბრუნდი დავინახე რომ დაახლოებით 18 წლის გოგონა უგონოდ ეგდო, ხალხმა კი ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ დავუჯერე..”

„ავტობუსში კივილი ატყდა, როცა უკან მივბრუნდი დავინახე რომ დაახლოებით 18 წლის გოგონა უგონოდ ეგდო, ხალხმა კი ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ დავუჯერე..”

0
ტესტი: რა შეამჩნიეთ პირველი მოცემულ სურათზე ? შეიტყვეთ ის, რასაც ყველასგან მალავთ

რას მიგვანიშნებს ჩვენი საჩვენებელი თითის სიგრძე სასიყვარულო ურთიერთობებში

დაე, ამ ყვავილებმა გითხრათ, რა სასიამოვნო მოვლენებს უნდა ელოდოთ ამ გაზაფხულზე

დაე, ამ ყვავილებმა გითხრათ, რა სასიამოვნო მოვლენებს უნდა ელოდოთ ამ გაზაფხულზე

0
„ავტობუსში კივილი ატყდა, როცა უკან მივბრუნდი დავინახე რომ დაახლოებით 18 წლის გოგონა უგონოდ ეგდო, ხალხმა კი ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ დავუჯერე..”

„ავტობუსში კივილი ატყდა, როცა უკან მივბრუნდი დავინახე რომ დაახლოებით 18 წლის გოგონა უგონოდ ეგდო, ხალხმა კი ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ დავუჯერე..”

May 16, 2022
„ბოლომდე ტყუილში ცხოვრებას, ვარჩიე მისთვის სიმართლე მეთქვა, ცოლთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი რომ სხვა შემიყვარდა“ – დათო გომართელის სკანდალური აღიარება

„ბოლომდე ტყუილში ცხოვრებას, ვარჩიე მისთვის სიმართლე მეთქვა, ცოლთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი რომ სხვა შემიყვარდა“ – დათო გომართელის სკანდალური აღიარება

May 16, 2022
„ერთი რუსის ქალი დავინახე, მწვანილს არჩევდა, როგორც გავიგე გურიაში ქმართან და უმცროს ქალიშვილთან ერთად გადმოსახლდა… ვაი შენ ჩემო საწყალო ქვეყანავ?!” – რას განცხადებას ავრცელებს ზურა შევარდნაძე

„ერთი რუსის ქალი დავინახე, მწვანილს არჩევდა, როგორც გავიგე გურიაში ქმართან და უმცროს ქალიშვილთან ერთად გადმოსახლდა… ვაი შენ ჩემო საწყალო ქვეყანავ?!” – რას განცხადებას ავრცელებს ზურა შევარდნაძე

May 16, 2022
„მალე დადგება დრო, როდესაც ნიკოლოზ წულუკიძე წაიკითხავს ამ ყველაფერს, რაც იწერება და რით ვანუგეშებთ?! – თინათინ ჩხვიმიანის ემოციური პოსტი

„მალე დადგება დრო, როდესაც ნიკოლოზ წულუკიძე წაიკითხავს ამ ყველაფერს, რაც იწერება და რით ვანუგეშებთ?! – თინათინ ჩხვიმიანის ემოციური პოსტი

May 16, 2022

Recent News

© 2022 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2022 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!