რაც უფრო ძლიერია თქვენი სურვილი მიიზიდოთ ფული, მით უფრო სწრაფად აგისრულდებათ ჭაღზე ტრუსების ჩამოკიდების რიტუალზე ალბათ ბევრს სმენია და უცნაურია, მაგრამ რაც მეტად აბსურდულია რიტუალი, მით უფრო ეფექტურია. რიტუალი გამოიყენება ფულისა და სიყვარულის მოსაზიდად.
რიტუალისთვის დაგჭირდებათ ოთახში დაკიდული ჭაღი და წითელი ტრუსები. ტრუსები უნდა იყოს აუცილებლად ახალი და წითელი ფერის. ჯადოსა და ნებისმიერ ეზოთერიკულ პრაქტიკაში წითელი ფერი ნებისმიერი თქვენი სურვილის ახდენას უწყობს ხელს.
- მოკლედ, შეიძინეთ ახალი, წითელი ტრუსები.
რიტუალი უნდა ჩატარდეს ახალ მთვარეზე. უბრალოდ აიღეთ ტრუსები და ჩამოკიდეთ ჭაღზე, თან შემდეგი სიტყვები გაიმეორეთ: “ტრუსები ჭაღზე – ფული სახლში”. რამდენი ხნით ჩამოკიდებთ, დამოკიდებულია თქვენზე. თუ გსურთ მთელი დღით გააჩერეთ ან მთელი კვირით.
რაც უფრო ძლიერია თქვენი სურვილი მიიზიდოთ ფული, მით უფრო სწრაფად აგისრულდებათ.
გააზრებასაც ვერ მოახერხებთ ფული ისე სწრაფად და მოულოდნელად აღმოჩნდება თქვენს ხელში. ამასთან მიღწეულზე ნუ შეჩერდებით. ცხოვრება პოზიტივით დატვირთეთ და კარგი განწყობა სხვებსაც გაუზიარეთ.