ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ გუშინ სოციალურ ქსელში ახალი, ცისდერი პორშეს ფირმის მანქანის ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ალექსადრამ საიდუმლო გაამხილა და თქვა , რომ 2 წელია მასზე 20 წლით უფროს მამაკაცზე უგონოდაა შეყვარებული. ხოლო რაც შეეხება, იმას დაუნგრია თუ არა მას ოჯახი აცხადებს:
„ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში. უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემ ძვირფას ადამიანს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში, მესამე და გარემო ფაქტორები არაფერ შუაშია.
როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ერთად ყოფნა აღარ უნდათ, იქ არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანია. მე ასევ ვთვლი, ჩემს ურთიერთობას რომ ბზარი გაუჩნდება, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ბრალი იქნება. ძლიერი ქალი ამით გამოირჩევა სუსტისგან: – ამბობს ალექსანდრა.
მოდელი ამბობს, რომ მისი ასაკის მამაკაცებს ვერაფერი გაუგო და მასზე 20 წლით უფროს პარტიორთან თავს იდეალურად გრძობს:
„ჩემხელა მამაკაცებს ვერაფერი გავუგე. ჩვენ შორის 20 წლია საკობრივი სხვაობა და ჩემთვის ეს ნორმალურია. ის ცნობიერება რაც პატარა ბიჭებს აქვთ საინტერესო არ არის. მომწონს დაღვინებული, ბრძენი ადამიანები, როგორც სამეგობროდ, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვიდრე სარეაბილიტაციო ადამიანები, რომლებიც შენგან ითხოვენ იყო დედა, მამა, ძმა, შეყვარებული, მზარეული“, ამბობს მოდელი ამბები.გე-სთან საუბრისას.
- ალექსანდრა პაიჭაძე ბიზნესმენისგან შვილს ელოდება
“არასოდეს წარმომედგინა, რომ ასეთი მასშტაბური Gender Reveal Party გვექნებოდა, მე და ჩემ სიყვარულებს! მადლობა, ყველას ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა, ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე.
მადლობა, ჩემს სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის.. მადლობა, ქალებს, ამ გადაცემამ, ურთულესი პერიოდი, სრულ სიცილ-ხარხარში გადამატანინა.
ჩემი ოჯახის წევრები და შვილი, რომელმაც სტიმული მომცა, დავფიქრებულიყავი კიდევ ერთ პატრაზე. მადლობა, სრულიად უცხო გამომწერებს, ასე რომ მგულშემატკივრობთ უანგაროდ და უპირობოდ.
გოგოს დედობა მხვდა წილად, ამ ჯერად, უდიდესი პატივია და დროული! მადლობა სამყაროს ამ საჩუქრებისთვის“ – წერს ალექსანდრა პაიჭაძე „ინსტაგრამზე“.