ერთ-ერთ ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში საბერძნეთში ლტოლვილად წასული 30 წლის უკრაინელი ლიანა ამბობს, რომ უკვე სერიოზულად ფიქრობს თავისი 6 თვის შვილი დატოვოს და დაბრუნდეს ქმართან და უკრაინელ ხალხთან ერთად საბრძოლველად თავის ქვეყანაში.
“არ ვიცოდი რა მექნა, ერთი მხრივ უკრაინაში დარჩენა და ქმართან ახლოს ყოფნა მინდოდა და მეორე მხრივ ჩემს 6 თვის შვილზე ვფიქრობდი, რომელიც კოშმარიდან უნდა დამეხსნა. ამიტომ დედაჩემის რჩევის შემდეგ გადავწყვიტე მასთან აქ, საბერძნეთში ჩამოვსულიყავით.
მაგრამ მე მინდა დავბრუნდე და ვიბრძოლო უკრაინისთვის და ჩემი თანამემამულეებისთვის.
მინდა დავბრუნდე, არცერთი ჩვენგანი არ იმსახურებს ყველაფერს, რაც მოხდა.
ომში 15 წელზე უფროსი ასაკის გოგონები და ბიჭები მონაწილეობენ. სამხედრო სამსახურები ამ ადამიანების რეგისტრაციისთვის მონაცემებს ვერ აგროვებენ.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრმა უკრაინელმა კაცმა დატოვა საბერძნეთი, რათა წასულიყვნენ სამშობლოში საბრძოლველად.
სერიოზულად ვფიქრობ, შვილი აქ დავტოვო და დავბრუნდე, თუმცა ვიცი, რომ ჩემი ოჯახი ამის უფლებას არ მომცემს. საიდანაც არ უნდა ვიყოთ მე და ყველა უკრაინელი, ვინც ჩვენი ქვეყანა წავიდა, ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის.
ჩვენ გვაქვს ღმერთის დიდი რწმენა და ყოველდღე ვევედრებით მას მშვიდობას.
სიგიჟეა ის, რაც ხდება ქრისტიანები კლავენ ქრისტიანებს, მეგობრები კლავენ მეგობრებს “- ამბობს 30 წლის ლიანა ჟურნალისტთან და აღნიშნავს რომ მას არასოდეს დაავიწყდება ის საათები, როდესაც უკრაინის დატოვების დროს სხვა უკრაინელ დედებთან და ბავშვებთან ერთად სამშობლოსთვის ლოცულობდნენ.”
ლიანა, 30 წლის უკრაინიდან…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..