• Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
  • აირჩიე გული და გაარკვიე, რას გიმზადებს ცხოვრება!
  • აირჩიეთ კატა სურათზე და გაარკვიეთ თქვენი ხასიათის ზოგიერთი მახასიათებელი
  • აირჩიეთ საახალწლო ბარათი და გაიგეთ, რა საჩუქრებს გიმზადებთ 2023 წელი
  • ეს ტესტი გაგიმხელთ, რის თქმას ცდილობს თქვენი ქვეცნობიერი გონება.
  • ვიქტორინა: აირჩიე ცეცხლი და ნახე შენი მომავალი
  • თითების გადაკვეთა ბევრს ამბობს თქვენს პიროვნებაზე.
  • რამდენად გიყვარს საკუთარი თავი? ეს ფსიქოტესტი მთელ სიმართლეს გეტყვით თქვენზე
  • სურათის ტესტი: რა ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში?
ბემბი
  • მთავარი
  • ქალი და მამაკაცი
    • All
    • კულინარია
    • ტესტები
    • ჯანმრთელობა
    მიჩვეული ვიყავი მეუღლის ღალატს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა… ჩემთვისაც კომფორტული გახლდათ მასთან ურთიერთობა… რა განცხადებას ავრცელებს მომღერალი ელენე ფოჩხუა

    ხის გამოყენებით შექმნილი უმარტივესი დეკორი, რომელიც ნებისმიერ ოთახს უმცირესი დანახარჯებით დაამშვენებს

    14 არაჩვეულებრივი ხრიკი დივნის უკანა სივრცის ორიგინალურად გასაფორმებლად

    10 შემოქმედებითი ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ მოძველებული ნივთები ულამაზეს აქსესუარებად აქციოთ

    10 არაჩვეულებრივი იდეა სახლის გარე სივრცის საინტერესოდ მოსაწყობად

    15 ძალიან ორიგინალური იდეა ბაღებსა და ეზოებში ულამაზესი ბილიკების მოსაწყობად

  • საზოგადოება
    • All
    • შოუბიზნესი
    აირჩიეთ ბარათი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

    ყველაზე მზიანი ტესტი: აირჩიე მზე და გამოარკვიე რაიმე საინტერესო შენს შესახებ

    არჩეული სულის რუკა გამოავლენს თქვენს საუკეთესო თვისებებს.

    აირჩიეთ ერთ-ერთი სარკე და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცხოვრების გზასთან!

    აირჩიეთ საფულე და გაარკვიეთ, სად არის თქვენი წარმატება

    თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი კიდევ უფრო მეტს გეტყვით თქვენს შესახებ…

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • საზოგადოება
  • შოუბიზნესი
  • ქალი და მამაკაცი
  • ზოდიაქო
  • კულინარია
  • ტესტები
  • ჯანმრთელობა
No Result
View All Result

მთავარი საზოგადოება

„19 წლის ვიყავი როცა დედა გავხდი. სამი თვის ბავშვი თბილისში წამოვიყვანე და სწავლის პარალელურად, მარტო ვზრდიდი..“ – ეკა ბესელიას აქამდე უცნობი ისტორია

March 16, 2022
in საზოგადოება
0
„19 წლის ვიყავი როცა დედა გავხდი. სამი თვის ბავშვი თბილისში წამოვიყვანე და სწავლის პარალელურად, მარტო ვზრდიდი..“ – ეკა ბესელიას აქამდე უცნობი ისტორია
0
გაზიარებები
341
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

რამდენიმე თვის წინ პროგრამის “ქალები საქართველოდან” ფარგლებში გამოქვეყნდა პოლიტიკოს ეკა ბესელიას ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

17 წლის პატარა გოგო, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, სამეგრელოდან თბილისში ჩამოვედი. როგორც მედალოსანი, ერთი გამოცდით ვაბარებდი. პირველივე გამოცდაზე შევეჩეხე საშინელ კორუფციას – ყველა ადგილი უკვე შევსებული იყო და ქულა არ მეყო. გამოცდის მეორე დღეს, საჩივრის ჩასაბარებლად რომ მივედი, უნივერსიტეტის კიბეებზე ერთი ადამიანი ვნახე, რომელიც შედეგებს მარტო აპროტესტებდა. მეც გვერდით მივუჯექი და რამდენიმე დღეში გავხდით სამოცნი.

ეს იყო აბიტურიენტების პირველი საპროტესტო აქცია 1989 წელს, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. თავისთავად მოხდა ისე, რომ სპონტანურად ავიღე ამ ყველაფრის მართვა საკუთარ თავზე. რექტორი ცეკაში დაიბარეს და ჩვენ შემოგვითვალეს, რა გავაკეთოთ, მაქედან რომ ადგეთო. რამდენიმე მოთხოვნა გვქონდა – გაეუქმებინათ პირველი გამოცდის შედეგები; შეექმნათ ახალი საგამოცდო კომისია, რომელშიც სამ აბიტურიენტს შემდეგ გამოცდებზე დამკვირვებლებად შეიყვანდნენ.

მაშინ ეს პროტესტი იმხელა ამბად იქცა, მახსოვს, აქციებზე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც მოდიოდნენ. სამი თვე ვისხედით უნივერსიტეტის კიბეებზე და ბოლოს ჩვენი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. მე და კიდევ ორი ბიჭი შეგვიყვანეს საგამოცდო კომისიაში, ამიტომ სხვა გამოცდებსაც ვესწრებოდი და ჩემს დარჩენილ გამოცდებსაც ვაბარებდი. გამოცდებზე ჩვენმა დასწრებამ იმხელა დისონანსი გამოიწვია, სამივე თსუ-ს მაშინდელი რექტორის კაბინეტში დაგვიბარეს და გვითხრეს – ახლა წადით და სექტემბერში მოდით, სამივე გამოცდების გარეშე გახდებით სტუდენტებიო.

ახლაც მახსოვს, რა განვიცადე მაშინ შეურაცხყოფისგან, ეს როგორ მაკადრეთ-მეთქი, ამაზე რექტორმა მიპასუხა – “გაბრძანდით! თქვენ ვერასოდეს შემოაღებთ უნივერსიტეტის კარს“. საპროტესტო აქციაზე დავბრუნდი, მაგრამ კომისიის ორი კაცი წევრი აღარ მინახავს პირველი გამოცდის შემდგომ და გვიან, ერთ-ერთი ცეკას მდივნის ოთახში დამახვედრეს. მერე გავაცნობიერე, რომ ორივე გადაიბირეს. მოკლედ რომ გითხრათ, მე ვერ გამაჩერეს და ვიდრე ამ სამოცივე ბავშვმა თავისი სამართალი არ იპოვა, არც პირველ კურსზე შევედი და ერთი წელი დავკარგე.

ამ პროტესტის შედეგად, განათლების სისტემის მთლიანად შეცვლა მოუწიათ, მაშინ შეიქმნა მოსამზადებელი კურსი და ფასიანი განყოფილება. ბოლოს, მეც მოსამზადებელზე შევედი და შემდეგ წელს ხელახლა ჩავაბარე მისაღები გამოცდები. ოთხივე გამოცდაში “5“ მივიღე და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე ჩავირიცხე. ეს იყო უსამართლობასთან ჩემი პირველი შეჯახება და პირველი ბრძოლა სამართლიანობისთვის. ამ ამბავმა ძალიან შემცვალა და მაშინ მივხვდი, რამხელა ძალა აქვს ერთ ადამიანს, როცა ბოლომდე იბრძვის.

სტუდენტობის წლები 90-იანებს დაემთხვა და თან, 19 წლის, დედაც გავხდი. სამი თვის ბავშვი თბილისში წამოვიყვანე და სწავლის პარალელურად, მარტო ვზრდიდი. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, რომ ადვოკატობა მინდოდა და ახლაც ასე ვარ – ვერასოდეს ვიქნები ბრალმდებელი, ვერც მოსამართლე. ჩემი საადვოკატო ფირმაც ავაწყვე, სისხლის სამართლის სფეროში წლის ადვოკატად მასახელებდნენ ყოველ წელს და ყველანაირად უზრუნველი ცხოვრება მქონდა, სანამ ამ პროფესიაში ვიყავი.

2006 წელს სასამართლოში ტოტალური კონტროლი დაიწყო. ამიტომ საჯაროდ აქტიურობა და სასამართლოს კრიტიკა დავიწყე. იმ საპროტესტო აქციებსაც შევუერთდი, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო იმართებოდა. ჩემი საჯარო გამოსვლების მთავარი თემა მაშინაც სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიზირება იყო, რის გამოც მაშინდელ ხელისუფლებასა და სასამართლო კლანთან კონფლიქტში შევედი.

ისე აღმოვჩნდი პოლიტიკურ პროცესში, ვერც გავაცნობიერე. სინამდვილეში, უსამართლობის გამო აღმოვჩნდი პოლიტიკაში, თორემ აქ ყოფნა არასდროს მინდოდა. მე მომწონს ჩემი ავტონომიური პროფესია, სადაც პოლიტიკისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება გაქვს. პოლიტიკაში სამართლიანობის იდეას გავყევი და როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია ჩამოყალიბდა, მთავარი პოლიტიკური პროცესების შუაგულში აღმოვჩნდი. 2009 წელს მეც ვიყავი ერთ-ერთი იმ 12 დეპუტატიდან, მანდატები რომ დავჭერით და პარლამენტში არ შევედით იმიტომ, რომ ის არჩევნები ტოტალურად გააყალბეს.

ჩემი ოჯახის დაწიოკება მას მერე დაიწყო, რაც პოლიტიკაში წავედი, მაგრამ ერთი დღეც არ შემიწყვიტავს ბრძოლა. მანდატების დახევიდან ორ კვირაში, ჩემი 16 წლის შვილი პოლიციაში მიმაყვანინეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით წაუყენეს ბრალი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მეზობლის ბავშვმა “ტოფიტას“ კანფეტი აიღო, მაგრამ ფული არ ჰქონდა და დაცვის თანამშრომელმა სცემა.

ჩემი შვილი შეესწრო ამ ამბავს და გამოესარჩლა. აი, ამაზე წაუყენეს ბრალი 16 წლის ბავშვს და ერთი წელი ათრიეს პოლიცია-პროკურატურაში. თან, მე მამოწმებდნენ, გავჩერდებოდი თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დამოკლეს მახვილივით ეკიდა ჩემს თავზე, ვერ გამაჩერეს.

ერთი წლის თავზე ეს საქმე შეწყვიტეს, მაგრამ ჩემი გაჩერების მიზნით, 2009 წლის საპროტესტო აქციების ფონზე ჩემი შვილი და ძმა ქობულეთში დააკავეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით. ეს იყო ორი ყველაზე ჯოჯოხეთური წელი ჩემს ცხოვრებაში.

სასამართლოში, ერთ გვერდზე ჩემი პატიმარი ძმა მეჯდა, მეორე გვერდზე – სკოლის მოსწავლე, ბრალდებული შვილი. არც აქ გავჩერებულვარ, ან აქციებზე ვიყავი, ან – სასამართლოში. ბოლოს ორივეს მიუსაჯეს და ეს იყო პირველი პრეცედენტი სასამართლოს პრაქტიკაში, როცა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით, არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საფრანგეთის მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩარევით, ჩემი შვილის საფრანგეთში წაყვანა და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა უკვე გადაწყვეტილი იყო, როცა სააკაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა შუაღამეს ისე, რომ ჩვენ არც მიგვიმართავს და არაფერი ვიცოდით. ალბათ, შეეშინდა, რომ ამაზე საერთაშორისო სკანდალი ატყდებოდა.

პირველი პირობა ბიძინა ივანიშვილსაც იმაზე ჩამოვართვი, რომ ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალ მართლმსაჯულებაზე უნდა გვემუშავა. მაშინ ერთად საკმაოდ რთული წელი გავიარეთ და ბიძინა ივანიშვილიც კარგად ხედავდა, რასაც ვერ ბედავდნენ კაცი პოლიტიკოსები, მე ვაკეთებდი ბრძოლის წინა ხაზზე. ერთი ქალი მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი მთელს სამეგრელოში, ყველა ოლქი წააგეს კაცებმა და ის არჩევნები მარტო მე მოვიგე ფოთში. სხვათა შორის, ერთ-ერთი მდიდარი ფოთელი კაცი იყო ჩემი კონკურენტი. ამ ფაქტით რამდენიმე სტერეოტიპი დაინგრა, ერთი ის, რომ ქალები მაჟორიტარულ ოლქებს ვერ იგებენ და მეორე – ადგილობრივი თუ არ ხარ, არ გიღებენ.

იცით, საქართველოში რას ნიშნავს ქალი პოლიტიკაში? 2012-2016 წლების პარლამენტში, როცა უკვე საკანონმდებლო და პარტიული სამუშაო დაიწყო, მე მიწევდა ყველაზე რთული, გაბედული და მოცულობითი სამუშაოს შესრულება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი და მთლიანად ჩემი აწყობილი იყო ის პარტია, პარტიულ სიაში 52-ე ვიყავი 2012 წელს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, სიების შედგენის პროცესზე არაფერი ვიცოდი. ათეულშიც კი არ ვყოფილვარ, მგონი, მეცამეტე ვიყავი.

საკუთარ თავზე არასდროს გამომითქვამს პრეტენზია და ეს ჩემი ხასიათია, მაგრამ, ზოგადად, მე ვიყავი ერთ-ერთი იმ მცირეთაგან, ვინც სხვადასხვა საკითხზე ხშირად კამათობდა ბიძინა ივანიშვილთან. იმის გამო, რომ პრინციპულობით გამოვირჩეოდი და ღიად ვსაუბრობდი შიგნით პრობლემებზე, ვგრძნობდი ეს იყო ბარიერი და ერთგვარი შიშიც არ მქონოდა მეტი გავლენა და პარტიული თანამდებობა.

სხვათა შორის, კვოტების მომხრე თავიდან არც მე ვიყავი, მაგრამ ჩემივე მაგალითით მივხვდი, რომ სინამდვილეში, იმ ბარიერების ნაწილს შეასუსტებს ქალებისთვის, რომელიც მე გავიარე. ამაშიც ვხედავ ჩემს როლს – ისეთი პოლიტიკური გარემო უნდა შევქმნათ, სადაც ქალებს აღარ მოუწევთ იმის გავლა, რაც მე გავიარე. 2010 წლიდან ვიცოდი, რომ ეს უკანონო ჩანაწერები არსებობდა და თან მუდმივად მაგრძნობინებდნენ ამას.

ბოლოს, რატომღაც ზუსტად იმ დროს გასაჯაროვდა, როცა მწვავე დაპირისპირებაში აღმოვჩნდი სასამართლო კლანთან. ის დღეები არ მავიწყდება, წერილების ზღვა და საოცარი მხარდაჭერა წამოვიდა, როგორც ქალებისგან, ისე ბევრი კაცისგანაც. ეს სოლიდარობა ჟანგბადი იყო ჩემთვის, რომელიც გადარჩენისთვის დიდ ძალას მაძლევდა. ვხედავ, რომ ჩემმა გამბედაობამ ცვლილებები მოახდინა ქალებში, რადგან საკუთარი სისუსტეების დასაძლევად, ადამიანებს მაგალითი სჭირდებათ.

კომიტეტის თავმჯდომარეობიდან რომ გადავდექი, მოსამართლეების სია გავაჩერე და უმრავლესობიდანაც წამოვედი, ვფიქრობდი, რომ სხვა სფეროდან გავაგრძელებდი ადამიანის უფლებებზე მუშაობას და არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებდი. მაგრამ როცა უკანონო ჩანაწერები გაავრცელეს, გავიაზრე, რომ ამ გზით უნდათ, პირი ამომიკერონ, გამაჩერონ და შური იძიონ. ამიტომ გადავწყვიტე, ბრძოლას ვაგრძელებ. პარტიაც გავაკეთე და არჩევნებშიც გავალ იმის მიუხედავად, რომ ვიღაცებს ჰგონიათ, გარეთ საერთოდ აღარ უნდა გამოვიდე.

მთელი ჩემი ისტორიის მთავარი ხაზი სამართლიანობის იდეა იყო. ჩემს ბრძოლას ეს რომ გამოვაცალო, აღარაფერი დარჩება და ვერ წარმომიდგენია, ამ იდეის გარეშე ყველაფერს რა გადმატანინებდა. პარტიასაც “სამართლიანობა“ დავარქვი და ამომრჩეველთანაც ამ იდეით მივდივარ. მინდა, ყველას ავუხსნა, რა არის სამართლიანი სასამართლო და მინდა, ამაში გამომყვეს იმდენი ამომრჩეველი, რამდენიც გაიგებს. არჩევნების შედეგების მიუხედავად, სადაც არ უნდა ვიყო, სასამართლოს კლანისგან გასათავისუფლებლად ყველაფერს გავაკეთებ.“

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის “ქალები საქართველოდან”(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი “ქალები საქართველოდან”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან

წინა პოსტი

მე მქვია მარგარეტი და ვარ ყველაზე პატარა გოგო, ვინც შატილში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა…

შემდეგი პოსტი

„ჩვენ უკვე შევთანხმდით რომ საყვარელი უნდა დამიძახოს, მე არავის ცოლი და კერძო საკუთრება არ ვარ, ასე რომ, ქმარი ცოლი არ გამაგონოთ” – რა სკანდალური განცხადება გააკეთა მარიამ კუკუნაშვილი

Related Posts

აირჩიეთ ბარათი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში
საზოგადოება

January 25, 2023
ყველაზე მზიანი ტესტი: აირჩიე მზე და გამოარკვიე რაიმე საინტერესო შენს შესახებ
საზოგადოება

ყველაზე მზიანი ტესტი: აირჩიე მზე და გამოარკვიე რაიმე საინტერესო შენს შესახებ

January 25, 2023
არჩეული სულის რუკა გამოავლენს თქვენს საუკეთესო თვისებებს.
საზოგადოება

არჩეული სულის რუკა გამოავლენს თქვენს საუკეთესო თვისებებს.

January 25, 2023
აირჩიეთ ერთ-ერთი სარკე და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცხოვრების გზასთან!
საზოგადოება

აირჩიეთ ერთ-ერთი სარკე და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცხოვრების გზასთან!

January 25, 2023
აირჩიეთ საფულე და გაარკვიეთ, სად არის თქვენი წარმატება
საზოგადოება

აირჩიეთ საფულე და გაარკვიეთ, სად არის თქვენი წარმატება

January 25, 2023
თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი კიდევ უფრო მეტს გეტყვით თქვენს შესახებ…
საზოგადოება

თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი კიდევ უფრო მეტს გეტყვით თქვენს შესახებ…

January 25, 2023
შემდეგი პოსტი
„ჩვენ უკვე შევთანხმდით რომ საყვარელი უნდა დამიძახოს, მე არავის ცოლი და კერძო საკუთრება არ ვარ, ასე რომ, ქმარი ცოლი არ გამაგონოთ” – რა სკანდალური განცხადება გააკეთა მარიამ კუკუნაშვილი

„ჩვენ უკვე შევთანხმდით რომ საყვარელი უნდა დამიძახოს, მე არავის ცოლი და კერძო საკუთრება არ ვარ, ასე რომ, ქმარი ცოლი არ გამაგონოთ” - რა სკანდალური განცხადება გააკეთა მარიამ კუკუნაშვილი

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 76.8k Followers
  • 185k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • კომენტარები
  • ბოლოები
„გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე დიდი ხნის შემდეგ ოჯაზე ალაპარაკდა..” – ნახეთ რას ამბობს თაკო ტაბატაძე

March 19, 2022
მიიღეთ წერილი მტრედისგან და მიიღეთ თქვენი პირადი შეტყობინება სამყაროსგან

June 8, 2021
„საჯაროდ მინდა ამის გამო ძალიან დიდი ბოდიში ვთქვა…“ – რის გამო იხდის ბოდიშს თაკო ტაბატაძემ და რა კომენტარი გააკეთა მან დანგრეულ ოჯახთან დაკავშირებით

May 7, 2022
არც ისე იშვიათი ამბავი ანუ უდანაშაულო მკვლელი

July 14, 2021
შეარჩიეთ სურათზე მოცემული ყვავილი და შეიტყვეთ მეტი თქვენს შესახებ

ტესტი: რა შეამჩნიეთ პირველი მოცემულ სურათზე ? შეიტყვეთ ის, რასაც ყველასგან მალავთ

რას მიგვანიშნებს ჩვენი საჩვენებელი თითის სიგრძე სასიყვარულო ურთიერთობებში

დაე, ამ ყვავილებმა გითხრათ, რა სასიამოვნო მოვლენებს უნდა ელოდოთ ამ გაზაფხულზე

დაე, ამ ყვავილებმა გითხრათ, რა სასიამოვნო მოვლენებს უნდა ელოდოთ ამ გაზაფხულზე

0
აირჩიეთ ბარათი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

აირჩიეთ ბარათი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

January 25, 2023
ყველაზე მზიანი ტესტი: აირჩიე მზე და გამოარკვიე რაიმე საინტერესო შენს შესახებ

ყველაზე მზიანი ტესტი: აირჩიე მზე და გამოარკვიე რაიმე საინტერესო შენს შესახებ

January 25, 2023
არჩეული სულის რუკა გამოავლენს თქვენს საუკეთესო თვისებებს.

არჩეული სულის რუკა გამოავლენს თქვენს საუკეთესო თვისებებს.

January 25, 2023
აირჩიეთ ერთ-ერთი სარკე და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცხოვრების გზასთან!

აირჩიეთ ერთ-ერთი სარკე და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცხოვრების გზასთან!

January 25, 2023

Recent News

აირჩიეთ ბარათი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

აირჩიეთ ბარათი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

January 25, 2023
ყველაზე მზიანი ტესტი: აირჩიე მზე და გამოარკვიე რაიმე საინტერესო შენს შესახებ

ყველაზე მზიანი ტესტი: აირჩიე მზე და გამოარკვიე რაიმე საინტერესო შენს შესახებ

January 25, 2023
არჩეული სულის რუკა გამოავლენს თქვენს საუკეთესო თვისებებს.

არჩეული სულის რუკა გამოავლენს თქვენს საუკეთესო თვისებებს.

January 25, 2023
აირჩიეთ ერთ-ერთი სარკე და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცხოვრების გზასთან!

აირჩიეთ ერთ-ერთი სარკე და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცხოვრების გზასთან!

January 25, 2023
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
  • აირჩიე გული და გაარკვიე, რას გიმზადებს ცხოვრება!
  • აირჩიეთ კატა სურათზე და გაარკვიეთ თქვენი ხასიათის ზოგიერთი მახასიათებელი
  • აირჩიეთ საახალწლო ბარათი და გაიგეთ, რა საჩუქრებს გიმზადებთ 2023 წელი
  • ეს ტესტი გაგიმხელთ, რის თქმას ცდილობს თქვენი ქვეცნობიერი გონება.
  • ვიქტორინა: აირჩიე ცეცხლი და ნახე შენი მომავალი
  • თითების გადაკვეთა ბევრს ამბობს თქვენს პიროვნებაზე.
  • რამდენად გიყვარს საკუთარი თავი? ეს ფსიქოტესტი მთელ სიმართლეს გეტყვით თქვენზე
  • სურათის ტესტი: რა ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში?

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!